როგორ მუშაობს ბიბლიოთეკა
გზამკვლევი სტრასბურგის ქართული ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობისთვის
01
დარეგისტრირდით
გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ სასურველი პაკეტი (კლასიკური ან პრემიუმი) და გადაიხადეთ ონლაინ.
02
შეარჩიეთ და დაჯავშნე ონლაინთ
გადაავლეთ თვალი ჩვენს კატალოგს. სასურველი წიგნის პოვნისას დააჭირეთ „დაჯავშნას“. თუ წიგნი გატანილია, ავტომატურად მოხვდებით მოლოდინის რიგში.
03
წაიღეთ წიგნები
შეამოწმეთ "ჩემი წიგნების" გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზუსტი მისამართი და გაცემის დრო (კვირაში ორჯერ)
04
წაიკითხეთ და დააბრუნეთ
წასაკითხად გაქვთ 2 კვირა. დააბრუნეთ წიგნი იმავე მისამართზე, მითითებულ დროს.
05
გაახანგრძლივეთ
ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე წიგნის გვერდზე გამოჩნდება გახანგრძლივების ღილაკი. ვადის გაგრძელება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ წიგნს სხვა არ ელოდება.
ბიბლიოთეკის წესები და შეზღუდვები
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები ბიბლიოთეკის გამართული ფუნქციონირებისთვის:
მაქსიმუმ 2 წიგნი
ერთდროულად შეგიძლიათ გაიტანოთ მაქსიმუმ 2 წიგნი.
2 კვირიანი ვადა
წიგნის წაკითხვის სტანდარტული ვადაა 2 კვირა (14 დღე).
გაფრთხილება
გთხოვთ, მოეპყრათ წიგნებს ფრთხილად. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში წევრი ვალდებულია აანაზღაუროს წიგნის ღირებულება ან მოიტანოს ახალი ასლი.
ხშირად დასმული კითხვები
პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.